ფოტო, რომელსაც ქველმოქმედი ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, ოზურგეთის ერთ-ერთ უბანშია გადაღებული.
სინჯიკაშვილი ფოტოზე ასახულ სახლში მცხოვრებთა მძიმე სოციალური პირობების შესახებ საუბრობს.
“თუ შეგიძლიათ ყველამ წაიკითხეთ რა!!!
დასავლეთში ვართ, პატარა ქალაქის გარეუბანში. ნამდვილ ჯოჯოხეთს გავს!
ამ ადგილას, ამ შენობებში 28 ოჯახი ცხოვრობს. ასეთ პატარა, მონგრეულ შენობებში, ერთად ცხოვრობენ მარტოხელა ავადმყოფი მოხუცები, მრავალშვილიანი, მარტოხელა დედები, ავადმყოფი ბავშვები და ვინც ჯანმრთელია, როგორ არიან ასეთ პირობებში, ალბათ, წარმოგიდგენიათ. არ აქვთ არცერთ ოჯახს კანალიზაცია, ავადმყოფების მკურნალობის საშუალება და ბევრი ღამე ღამდება ისეთი, რომ მშიერ ბავშვებს დედა საჭმელს ვერ აჭმევს თითქმის ყველა, სოციალურად დაუცველია და მხოლოდ ამით არსებობენ. ვინც დახმარებას არ იღებს, ისინიც საშინელ დღეში არიან აქ.
მართლა გული გაგისკდებათ, რომ ნახოთ როგორ ცხოვრობენ დღეს ველაპარაკე ყველა ოჯახს და ხვალიდანვე სასწრაფოდ უნდა დავეხმაროთ რა. ზოგ სახლში, მართლა ერთი ლუკმა პური არ არის. მოგროვილი ფულით, ყველა ოჯახისთვის იმდენ საჭმელს ვიყიდით, რომ ზაფხულამდე ეყოთ ბავშვებს
ბავშვებს არსად არ უნდა შიოდეთ, ამაზე მეტი უსამართლობა არაფერი არ არის.
გამივრცელეთ პოსტი და მომეხმარეთ რა, ვინც როგორც შეძლებთ. მართლა საშინელი სანახავია აქაურობა, რაც შეიძლება, მალე მოვაგვარებთ ყველაფერს აბა, ჩვენ ვიცით.
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
GE90TB7603845061100016
თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”
PayPal – Sinjikashvili@gmail.com
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili”, _ წერს აკა სინჯიკაშვილი.