BBC-ის ინფორმაციით, გაეროში აცხადებენ, რომ მინიმუმ 20 აფრიკელი დაიღუპა მას შემდეგ, რაც კონტრაბანდისტებმა ისინი ჯიბუტის სანაპიროსთან ხომალდიდან წყალში გადააგდეს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) განცხადებით, მინიმუმ 80 ადამიანი გადააგდეს ხომალდიდან ტრეფიკერებმა.
IOM– ის მონაცემებით, მათ ნავში 200 მიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის ქალები და ბავშვები.
80 მიგრანტის გადაგდების მიზეზად კი ხომალდის გადატვირთვა სახელდება.
როგორც ცნობილია, მიგრანტები იემენისკენ მიემართებოდნენ, იმ იმედით, რომ საუდის არაბეთში მოხვდებოდნენ სამუშაოს მოსაძებნად.