საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვან ჰესის აშენების საკითხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„მინდა გამოვეხმაურო ნამახან ჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის წუხილს. კითხვები რა თქმა უნდა არსებობს და მინისტრების მხრიდან მოსახლეობის კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. მინდა, ვთხოვო ჩვენს მინსიტრებს რომ გამართონ საკომიტეტო მოსმენები, ყველა ცხარე კითხვას გაეცეს პასუხი. ჩვენი ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოება არის ერთ-ერთი გამოწვევა და უნდა ვუპასუხოთ ადეკვატურად. მოგეხსენებათ ისიც, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია. პროგნოზები რაც არსებობს, მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს, რაც არ ხდება ამ ეტაპზე. უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი და ამის პოვნის საშუალებაა უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რომ არ დარჩეს არცერთ კითხვაზე პასუხი“,_ განაცხადა ღარიბაშვილმა.