დღეს განვიხილავთ მთავრობის განკარგულების პროექტს „საქართველოს ახალი ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით საინვესტიციო ბანკების შერჩევის პროცედურების ინიცირების შესახებ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2011 წელს, საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა საქართველოს 10-წლიანი დაფარვის ვადის ევროობლიგაცია 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილი. მთავრობის მეთაურის თქმით, არსებული ევრობონდის ძირითადი თანხის დაფარვისთვის, საჭიროა მოხდეს ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევრობონდის გამოშვებით.
„დღეს ასევე განვიხილავთ მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს ახალი ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით საინვესტიციო ბანკების შერჩევის პროცედურების ინიცირების შესახებ”. ცხადია, ვალის ეფექტიანი მართვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განსაკუთრებით კი, პანდემიის პირობებში.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს წინა მთავრობამ, საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა საქართველოს 10-წლიანი დაფარვის ვადის ევროობლიგაცია 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილი.
სწორედ მთავრობის ვალის ეფექტიანი მართვის მიზნებიდან გამომდინარე, რაც მთავრობის ვალის პორტფელში რეფინანსირების რისკების შემცირებას გულისხმობს, არსებული ევრობონდის ძირითადი თანხის დაფარვისთვის, საჭიროა მოხდეს ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევრობონდის გამოშვებით და ჩვენ სწორედ ამ პროცესისთვის მზადებას ვიწყებთ. შესაბამისი დავალება ფინანსთა სამინისტროს უკვე მიცემული აქვს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.