პირბადის ტარება აუცილებელია და ამ მიმართულებით ყველამ ერთად უნდა იზრუნოს,_ ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ ეპიდვითარება გაუარესდება, გარკვეული შეზღუდვები დაბრუნდება.
„ჩვენ შევამსუბუქეთ შეზღუდვები. ეს ყველა ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს და გაიხსნას ეკონიმიკა. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გაუარესდება სიტუაცია, იძულებულები გავხდებით, გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ელემენტარული მოთხოვნები დავიცვათ და რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი კონტროლი სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.