დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე მნიშვნელოვანი თემა იყო, სოციალურის დახმრების წესის გაცემის და მიღების წესში, ცვლილებების შეტანის საკითხი.
ცვლილებების შესახებ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ ისაუბრა.
_ძირითადად, სამი ცვლილებაა ამ წესში. პირველი არის ის, რომ მედიკამენტებთან ერთად, მოქალაქეს საშუალება ექნება, შეიძინოს სამედიცინო დახმარების საშუალებები. ვთქვათ, თუ უნდა შეიძენს თერმომეტრს, წნევის აპარატს და ასე შემდეგ. წესი მოვიყვანეთ შესაბამისობაში. მეორე ცვლილება ეხება ფულადი სოციალური გასაცემლების მუხლს. განვსაზღვრეთ დაფინანსების ქვედა ზღვარი, 150 ლარის ოდენობით. მესამე საკითხი კი არის შშმ პირების დახმარების მეხუთე მუხლში ცვლილება. კონკრეტულად კი ცვლილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნულ; მომსახურებას მერია წლის განმავლობაში 25 ათასი ლარით დააფინანსებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია იტოვებს უფლებას, აღნიშნული მიმართულებით მოახდინოს მიმწოდებლის ქირით უზრუნველყოფა, _ განმარტა ირაკლი სირაძემ.
საკრებულოს სხდომაზე, საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, კენჭი დადებითად უყარეს.