ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 198 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ინფიცირების 5 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ცენტრის ინფორმაციით, სულ ოზურგეთში ინფიცირების 3251 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 3043 ადამიანი, გარდაცვლილია 29.