https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა საფრთხეს უქმნის ბავშვს ინტერნეტდამოკიდებულება _ ინტერვიუ ფსიქოლოგთან

8:03; 5.03.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბავშვების მიჯაჭვულობა ინტერნეტზე, ტელეფონებზე, გაჯეტებზე, ვიდეო თამაშებსა და სოციალურ ქსელებზე _ ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც, სპეციალისტთა განმარტებით, დიდ ზიანს აყენებს ბავშვისა და მოზარდის ფსიქიკას.

რა საფრთხეს უქმნის ინტერნეტდამოკიდებულება ბავშვებს და რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს? _ ამ თემაზე „გურია ნიუსი“ ფსიქოლოგს, ნეირო ლინგვისტური პროგრამირების ოსტატს, ანა არველაძეს ესაუბრა.

_ რა საფრთხეები ექმნება ბავშვს და მის ფსიქიკას, როდესაც დიდ დროს ატარებს კომპიუტერსა და სხვადასხვა გაჯეტებთან?

_ ფაქტობრივად, ნებისმიერი მაგალითი, რასაც ისინი თუნდაც კომპიუტერებით, თუნდაც პლანშეტებით ან მსგავს მოწყობილობებით იღებენ, მათ იდენტობის ფორმირებაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. შესაბამისად, ის საფრთხე, რომ აგრესია გაჩნდეს, ნომერი პირველი პრობლემაა. მეორე, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ თითოეულ ბავშვს სურს, რაღაც ავტორიტეტის მოპოვება საზოგადოებაში და სოციუმში, რომელშიც ის არის. ხშირად, როდესაც ის გრძნობს, რომ არ არის ოჯახში ავტორიტეტი, რაღაც მომენტში სამაგალითო, ან სასურველი ქცევის ბავშვი, ის ცდილობს, რომ სოციალური ქსელების დახმარებით შექმნას იმიჯი, რომელიც მისი არ არის სინამდვილეში და აქ არის კიდევ ერთი დიდი საფრთხე, რომ ხშირად, ეგრეთ წოდებულ ფილტრებსაც იყენებენ ბავშვები   გარეგნობასთან დაკავშირებით _ სხვადასხვა გამომეტყველებით და სხვადასხვა ფორმებით ჩნდებიან ეკრანზე და ეს სერიოზულ ასოციალიზაციას იწვევს, იმიტომ, რომ მას შემდეგ უჩნდება სირცხვილის გრძნობა, რომ ვინმე ნახავს და ისეთი არ აღმოჩნდება, როგორის მოლოდინიც შეუქმნა.

_  რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ ბავშვები თანატოლებთან ურთიერთობისას, როდესაც მიჯაჭვულები არიან კომპიუტერს, ინტერნეტს და გაჯეტებს?

_ აქ ერთი საინტერესო მომენტი უნდა აღინიშნოს, ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ ტრენდული საკითხების მიმართ მიმდევრობა. როდესაც რაიმე თამაში შემოვა, ყველამ უნდა ითამაშოს და ის, ვინც ამას არ თამაშობს, გარკვეულწილად, ხდება ბულინგის და დაცინვის მსხვერპლი. იმიტომ, რომ ნორმად ითვლება, ის თუ ამ თამაშს არ თამაშობს ან რამე პლატფორმას არ იცნობს, რაღაცით ჩამორჩება იმ მასას, რომელშიც არსებობს. აქედან გამომდინარე, ხშირი არის მსგავსი ბულინგები თანატოლებთან ურთიერთობის დროს. გარდა ამისა, ინტერესის სფერო არ არსებობს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. მასის ინსტიქტს, რასაც ნებისმიერი ტრენდი და ნებისმიერი სიახლე საზოგადოებაში ქმნის, როგორც კი ავყვებით, ფაქტობრივად, ვხდებით მსხვერპლი იმის, რომ შეიძლება დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში სხვა რაღაცის კეთება გვინდა, მაგრამ სწორედ ამიტომ ვერ ვაძლევთ თავს უფლებას, ვაკეთოთ ის, რაც გვინდა, იმიტომ, რომ ჩამოვრჩებით ჩვენთვის “მისაბაძ საზოგადოებას”, რომელშიც ვიმყოფებით. ბავშვები, რომლებიც არიან მობილურ მოწყობილობებში და იგივე პლატფორმებზე, რაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არის პოპულარული მის თაობაში, შესაბამისად, საზოგადოებისთვის მისაღებები არიან, ან არ თამაშობენ და არიან ბულინგის მსხვერპლი. რთული გადაწყვეტილების მიღება უწევს თავად მოზარდს.

_ ამ შემთხვევაში მშობელმა როგორ უნდა დაიცვას ზღვარი ამ ორ უკიდურესობას შორის?

_ დღეს მშობელი ან ბოლომდე ვერ ერევა, ან თუ ერევა, ერევა რადიკალურად. ბოლომდე უკრძალავს ბავშვს ნებისმიერი ტიპის მობილური მოწყობილობის გამოყენებას, ან პირიქით,  აქვს მაქსიმალური თავისუფლება და რასაც უნდა და როცა უნდა, მაშინ აკეთებს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ბოლომდე ვერ აუკრძალავს ვერც ერთი მშობელი, მაგრამ ის მოთხოვნილება, რაც დაბადებიდან ნებისმიერ ბავშვს აქვს, არის კომპეტენტურობის მოთხოვნილება. ანუ ბავშვი უნდა გრძნობდეს მშობლისაგან, რომ რაღაცაში არის კომპეტენტური, რაღაცაში არის პიროვნება, რომლის აზრსაც ითვალისწინებენ. თუ ეს არ უკმაყოფილდებათ, მაშინ ამ თვალსაზრისით, პირიქით, წახალისებასაც კი ვაკეთებთ, რომ მან თავისი კომპეტენტურობის ან მიკუთვნებულობის მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს სოციალური ქსელის საშუალებით. მშობლები, ფაქტობრივად, ვახალისებთ ბავშვების დამოკიდებულებას მობილურ მოწყობილობებთან და მიჯაჭვულობას. ყველა ბავშვს ყველაზე ძალიან უნდა, რომ იყოს დიდი და შეძლებისდაგვარად, მათ მოვეპყროთ როგორც დიდებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი უკონტროლობა და შეუზღუდაობა არის ისეთივე დანაშაული, როგორიც, მაგალითად, მობილური მოწყობილობების ბოლომდე აკრძალვა. დანაშაული იმ მხრივ, რომ ბავშვისთვის უნდა არსებობდეს გონივრული საზღვრები. მშობლებს ძალიან ფაქიზად გვჭირდება დაფიქრება, თუ რომელი გზა ავირჩიოთ. მთავარია, გრძნობდნენ, რომ არიან ჭკვიანები, მიღებულები და მეორე, ის, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული საზღვრები, რომელიც იქნება მკაფიოდ დაცული.

_ თუ მშობელი ბავშვს მოარიდებს ან აუკრძალავს სოციალურ ქსელებს, მობილურს, ვიდეო თამაშებს და ა.შ… ამ შემთხვევაში მოზარდი განვითარების მხრივ ხომ არ ჩამორჩება თანატოლებს?

_ შეიძლება თანატოლებს განვითარების მხრივ არ ჩამორჩეს, მაგრამ მას ყოველთვის ექნება იმის შეგრძნება, რომ ის არ ეკუთვნის საზოგადოებას, არ ეკუთვნის გარკვეულ სოციუმს და მისი თანატოლების კონკრეტულ წრეს, რომელშიც ის იმყოფება. მიკუთვნებულობის განცდა არის ადამიანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნილება, რომ ის უნდა ეკუთვნოდეს რაღაცას. ამიტომ, ბოლომდე აკრძალვა საკმაოდ საშიშია.

_ რა საშუალებით ან აქტივობით შეიძლება ჩაანაცვლოს მშობელმა ბავშვის გაჯეტებთან ურთიერთობა?

_ ამ ეტაპზე თითქმის ყველა მშობელი ერთ პრობლემას აწყდება, რაც ხშირად მესმის ჩემთან დახმარების მისაღებად მოსული ადამიანებისგან _ ბავშვებს არ აქვთ არაფრის ინტერესი. მეორე უკიდურესობაა ის, რომ მშობელი რომელიმე კონკრეტულ წრეზე სიარულს აიძულებს შვილს. მაგალითად, ძალით აცეკვებენ, ძალით დაჰყავთ ფეხბურთზე და ასე შემდეგ… აქ მნიშვნელოვანია ის, რომ რაღაცები მოვასინჯოთ ცოტ-ცოტა დოზით იმ ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ არაფრის ინტერესი. ყველაზე უკეთესია, რომ მშობლებმა ბავშვები ატარონ საკუთარ სამეგობროში. ოჯახებით მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. იმიტომ, რომ ამაზე უკეთეს საძირკველს მათ გრძელვადიან ურთიერთობას ვერ ჩავუყრით. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, რამდენად უგებენ ბავშვები ერთმანეთს. შეიძლება, მშობლებს ჰქონდეთ სურვილი, რომ შვილები ამეგობრონ, მაგრამ ეს იყოს შეუთავსებელი მათი ხასიათიდან გამომდინარე. მაგრამ ყველაზე კარგი, რაც უნდა დავიწყოთ, არ უნდა მოგვერიდოს ჩვენს სამეგობრო წრეში შვილების წაყვანა. ეს მათ აძლევს შესაძლებლობას, ჩათვალონ, რომ უკვე დიდები არიან. უყალიბებთ პასუხისმგებლობას, იმიტომ, რომ ის იწყებს გადაწყვეტილებების რაციონალურ მიღებას, რადგან თვლის, რომ ის არის უკვე ამ საზოგადოების წევრი. ამ საზოგადოებამ მიიღო ის, როგორც ინდივიდი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მშობელი უნდა ეცადოს, აგრძნობინოს ბავშვს, რომ ის არის უკვე დიდი და რომ მის აზრს ითვალისწინებს. მშობელმა უნდა დაუკმაყოფილოს ინტერესი იმის, რაც აინტერესებს და იმ შემთხვევაში, თუ არაფერი აინტერესებს, გაუჩინოს რამის ინტერესი.

_ და ბოლოს, რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ტექნოლოგიური სიახლეები არ გახდეს ბავშვებისთვის ზიანის მომტანი?

_ აქ საჭიროა კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით ხაზგასმა მნიშვნელოვანი დეტალის. ტექნოლოგიურ სიახლეებში შეიძლება იგულისხმებოდეს შეუზღუდავი წვდომა სოციალურ ქსელებთან, სოციალური კონტაქტები… აქ შეიძლება ბავშვი უდიდეს ტრავმას შეეჯახოს, რადგან მან არ იცის, კონკრეტულად, ვინ გადის მასთან კონტაქტზე. შეიძლება ჰქონდეს სხვა ტიპის მოლოდინები და აღმოჩნდეს კიბერბულინგის მსხვერპლი ან ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მშობელმა ყველზე მთავარი, რაც უნდა გააკეთოს, არის ის, რომ შვილმა იცოდეს, რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, მშობელი მას მოუსმენს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, მშობელი მზად იქნება, რომ მას მოუსმინოს. თუ ამის იმედს გავუჩენთ ბავშვებს, მაშინ მათ ძალიან ბევრი პრობლემისაგან დავიცავთ. მშობლის უპირველესი ვალიც ხომ ესაა, რომ შვილს ნებისმიერ შემთხვევაში მოუსმინოს.

ზოგიერთი ქვეყანა გარკვეულ ასაკამდე კატეგორიულად კრძალავს სოციალური ქსელების გამოყენებას და ეს ძალიან კარგია. გამიხარდება, როგორც მშობელს და არა მხოლოდ როგორც მშობელს, თუ გარკვეული რეგულაციები იქნება ჩვენი მომავალი თაობის დაცვის თვალსაზრისით. ოღონდ ეს მშობლის გადაწყვეტილებაზე კი არ უნდა იყოს, არამედ ამაში, გარკვეულწილად, უნდა ჩაერიოს სახელმწიფო. ძალიან დიდ სიკეთეს მოუტანს ბავშვებს, თუ გარკვეულ ასაკამდე არ ექნებათ წვდომა იმ სოციალურ ქსელებზე, რომლებიც მათთვის ზიანის მომტანია. 

შვილებისთვის ყველაზე დიდი მაგალითი არის მშობელი. როდესაც ბავშვს მშობლებთან  კონტაქტი უნდა, ამ დროს ისინი არიან  მობილურ მოწყობილობებში. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ეს არის აბსოლუტურად საქმიანი საუბრები, საქმიანი მიმოწერა… მაგრამ ის ვერ ხვდება განსხვავებას გართობასა და საქმეს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის მობილური მოწყობილობა არის გასართობი საშუალება. მთავარია, მშობლებმა აუხსნან შვილებს, რომ ეს რაღაცა, გარკვეულწილად, საქმიანი თემაა და მხოლოდ ამიტომ ვერ ვუსმენთ, როცა რამეს გვეუბნებიან. თუმცა, შევეცადოთ, რომ თუნდაც დღეში ნახევარი  საათის განმავლობაში აბსოლუტურად გადავდოთ მობილური მოწყობილობები და სრულიად დავუთმოთ ეს დრო შვილებს.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4 თებერვალი, 2026

"მოსახლეობას შორის ერთსულოვნება იყო" - რა გადაწყდა ჭაჭიეთში

ლანჩხუთში ინფიცირების ჯგუფური შემთხვევები დაფიქსირდა

ყველა სიახლე

ზაფრანი

2026 წლის თებერვალი ზოდიაქოს 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის ცხოვრების ახალ თავს გახსნის – ასტროლოგები ასახელებენ

20:05; 4.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4.02.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4.02.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

15:45; 4.02.2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4.02.2026
სამართალი

ჩხრეკა ვაგონ სარემონტო ქარხანაში – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14:37; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

14:07; 4.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

13:22; 4.02.2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს  

12:32; 4.02.2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4.02.2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4.02.2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4.02.2026
მსოფლიო

სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

10:31; 4.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო