ცოტა ხნის წინ, ოზურგეთში სავაჭრო ცენტრი “მოდერნი” დააყაჩაღეს. წაღებულია, დაახლოებით,1000 ლარი.
ამ დრომდე შსს პრესსამსახურიდან მხოლოდ ინფრომაციას გვაწვდიან, რომ საქმე აღძრულია 179 მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ინტესიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ადგილზე მისულებმა მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ ცივი იარაღის მუქარით შეძლო ერთმა პირმა თანხის წაღება.
პოლიციელები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
“არ ვიცით, რა მოხდა. მიმართეთ პრესსამსხურს”, _ პასუხობენ ისინი ჟურნალისტებს.