გუშინ, ოზურგეთში სუპერმარკეტ “მოდერნში“ ყაჩაღობა მოხდა.
როგორც მედიისთვის ცნობილი გახდა, დილის საათებში ერთმა პირმა მოახერხა ფულის წაღება.
“გურია ნიუსს“ “მოდერნში“ განუცხადეს, რომ წაღებულია 135 ლარი.
ყაჩაღობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმეზე 179 მუხლით დაიწყო გამოძიება.
ამ დრომდე ყაჩაღობის ფაქტი გახსნილი არ არის.