„ქართული ოცნების“ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს შემდეგ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თვის ბოლოს შემოვა.
„ამ თვის ბოლო იქნება მაქსიმალური ვადა,როცა საქართველოში ვაქცინა უნდა შემოვიდეს. საუბარია phizer-ზე, ასტრაზენეკაზე და სხვა მიმართულებითაც მუშაობა. ავტორიზებული ვაქცინა შემოვა საქართველოში და პირველ რიგში მოხდება სამედიცინო პერსონალის აცრა და შემდეგ უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით,რომელიც წარმოაგინა ჯანდაცვის სამინისტრომ“,_ განაცხადა მდინარაძემ.