ოზურგეთელმა მოჭიდავემ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მირო ვანაძემ ზედიზედ მეექვსე სარეიტინგო გამარჯვება მოიპოვა.
ვანაძე ნასაკირალიდან არის და უკვე 4 წელია უკრაინაში იმყოფება და შერეულ ორთაბრძოლებში MMA განაგრძობს ასპარეზობას.
რიგით მეექვსე გამარჯვების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ფეისბუქ გვერდმა GeoWrestlling – ქართული ჭიდაობა გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმციით, ვანაძე ყველა ბრძოლაში საქართველოს სახელით, ქართული დროშის ქვეშ ასპარეზობს და WWFC ორგანიზაციაში სატიტულო ბრძოლისათვის ემზადება, ქართველ მებრძოლს დიდი შანსები აქვს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს, რის შემდეგაც UFC-ში გეგმავს გადასვლას.