პარიზში მოზარდები დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგომ და ბიჭმა 14 წლის გოგო სცემეს და სენაში გადააგდეს.
გოგონას უსიცოცხლო სხეული რამდენიმე საათის შემდეგ აღმოაჩინეს, რის შემდეგაც წყვილი დააკავეს. პოლიციამ გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.
The Dailymail-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მოზარდის მშობელმა აღიარა, რომ მოზარდები მსხვერპლს ღამით ეჩხუბნენ, მდინარეში გადააგდეს და შემდეგ გაიქცნენ.
გამომძიებლების თქმით, ჩხუბი ორშაბათს, საღამოს 5 საათსა და 30 წუთზე მოხდა, როდესაც წყვილი სახლში ბრუნდებოდა და გზად გოგონა შეხვდათ.
წყვილი სახლში დაბრუნდა საღამოს 19:30 საათზე. ბიჭმა დედამისს უთხრა, რომ მან გოგონას რამდენჯერმე დაარტყა და მდინარეში ჩააგდო.
პოლიციის თქმით, დედამ სახლი დატოვა და მდინარისკენ წავიდა, სადაც მან გოგონას ხელთათმანი და საკეტი იპოვნა.
ოფიცრების თქმით, ის შინ დაბრუნდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დარეკა.
ექიმმა შემთხვევის ადგილზე შეისწავლა გოგონას სხეული და თქვა, რომ თავის არეში ტრავმის ნიშნები შეინიშნებოდა, მაგრამ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად საჭიროა სრული გაკვეთის ჩატარება.
პოლიციამ არასრულწლოვანი ბრალდებულები ღამის 2 საათზე მეგობრის სახლში დააკავა.