ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
ოზურგეთში ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 156 შემთხვევა. სტაციონარში 32 ადამიანი მკურნალობს, ოზურგეთის „მედალფაში“ 18, საკარანტინე სივრცეში 36, ბინაზე 88. თვითიზოლაციაში კი 9 ადამიანია.