„ტვ პირველი“ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების ნებართვის თაობაზე სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს,_ ამის შესახებ ტელეკომპანიის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ის უკანონო და არასკონსტიტუციური სასამართლოს განჩინება, რომელიც გუშინ ჩაბარდა ტელეკომპანია „ტვ პირველს“ გასაჩივრდეს ქვეყნის შიგნით სასამართლოში, რადგან, სანამ არსებობს ეს განჩინება და ის ძალაშია, მანამდე სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ შესაძლებლობა, იძულების სახით ნებსიმიერ დროს განახორციელონ „ტვ პირველში“ იმ ნივთის ამოღება, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს და რომც არსებობდეს, ტელევიზია ამის გადაცემას არ აპირებს. განჩინება კარგად წარმოაჩენს გამოძიების სულისკვეთებას, რომელსაც ჩანაწერის შინაარსი არ აინტერესებს“,_ განაცხადა მშვენიერაძემ.
მშვენიერაძემ აღნიშნა, რომ გარკვეული საკანომდებლო ხარვეზი არსებობის მიუხედავად გასაჩივრებას ქვეყანაში ეცდებიან, მაგრამ არ არის გამორიცხული ადამიანის უფლებათა ერვოპულ სასამართლოსაც მიმართონ დროებითი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.