“არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის მოძალადე, დამნაშავე, _ ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.
ადვოკატი მიმართავს სახალხო დამცველს,, დაიცვას ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი, რომლის მიმართაც უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა.
“არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის მოძალადე, დამნაშავე. სამწუხაროდ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფერს იყენებენ საგრანტო პროგრამების მისაღებად და მე მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ მან დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და მის მიმართ გამოყენებული იქნა არაერთხელ სიძულვილის ენა”, _ განაცხადა ირმა ჭკადუამ.
საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიელ როჯერ ფედერერს გუშინ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში ანგარიშით 3:6, 6:1, 7:5 დაამარცხა.