მეთევზეთა და თევზთა „აკრობატიკის“ როგორ ბრუნს და ყირაზე დგომს არ ნახავთ სუფსის სანაპიროზე, ბუკნარის და ნაგომრის საზღვარზე, სადაც მათი ცნობილი „პლაცდარმია“.
ეს ოზურგეთელი გია სალაიას მორიგი გასვლაა სათევზაოდ, რასაც შემთხვევით წავესწარით. ანკესის უსწრაფესი სალტო ჰაერიდან წყალში, მასზე მიტყუებული ქაშაყის ბოლო გაფართხალება და… დღის ფოტოც ორიგინალურად ჩასკუპდა ობიექტივში…