დღეს ქალაქ ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა არის არა ნამახვანჰესის მშენებლობას.
დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე.
“მოკლედ, საჯაროდ თუ არ ავხსენი ჩემი პოზიცია, გამოდის რომ, სხვანაირად არ გამოდის.
ერთ თვეზე მეტია, ასეულობით მოქალაქე (არ ვაჭარბებ, დღეში ასზე მეტ წერილს ვიღებ ჩატში თუ საჯარო პოსტებზე) მოითხოვს პოზიცია დავაფიქსირო „ნამახვან ჰესთან“ დაკავშირებით. ეს ადამიანები ყველა ვარიანტში კარგი მოქალაქეები არიან და მათი აზრი ნამდვილად არ არის ჩემთვის სულერთი. უბრალოდ ვინაიდან გარკვეული ცნობადობა მაქვს ქვეყანაში (ჩემს ქალაქში გადამეტებულიც) ყოველთვის ვერიდები ისედაც პოლარულ საზოგადოებაში კიდევ მეტად ვიყო ამ ორპოლუსიანობის ხელისშემწყობი. გულის სიღრმეში (როგორც ჟურნალისტი და როგორც მოქალაქე) ყოველთვის ხალხის მხარეს ვარ. რასაც არ უნდა ითხოვდეს ხალხი მთელი ცხოვრება ემპათიური ვარ. მაგრამ იმის გამო რა ჭირდება ჩემს ქვეყანას, ხშირად თავი შემიკავებია, რათა ურაპატრიოტიზმში არ გადამეზარდოს ხოლმე სამშობლოს სიყვარული.
ისე ვარ არეულიმ, ვხვდები, რომ აზრებს ვაბნევ, მგონი _ მკითხველსაც. ამიტომ პირდაპირ გეტყვით!
დიახ, არ ვუჭერ მხარს დიდი ჰესების მშენებლობას. განსაკუთრებით არ ვუჭერ მხარს ნამოხვანის პროექტს. საზოგადოებას აქვს კითხვები და ამ კითხვებზე ჯერ პასუხები არ არის. დღეს საქმიანი ვიზიტით ქალაქიდან ვიყავი გასული (პრაქტიკული კურსი მქონდა ჩემს სტუდენტებთან), საიდანაც მოგვიანებით აქციაზე წამოვედით. „ოჰ ეს გამოჩნდა როგორც იქნა“- შეჰბღავლა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელსაც მხრებზე საქართველოს დროშა ქონდა მოხვეული და ხის დიდი ჯვარი ბეჭზე გადაკიდებული. სერიოზულად შემეშინდა, (არ დავმალავ ყოველთვის მეშინოდა აქციაზე გამწარებული ადამიანის), ვიფიქრე თუ მომიქნია ეს ჯვარი, მე მართლა ვერ მოვესწრებოდი ამ ჰესის აშენებას. ხოდა რა მინდა ვუთხრა ხელისუფლებას. მე იმნაირი ლავირების უნარი მაქვს, მართლა რომ მომიქნიონ ის ჯვარი, როგორმე ავიცილებ, მაგრამ ვინმეს მანდ მთავრობაში არ მოხვდეს შემთხვევით. ასე რომ სასწრაფოდ უნდა დაელაპარაკოთ ხალხს!“ – წერს ფეისბუქზე დათო ლიკლიკაძე.