„შეთანხმების მიღწევამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია. მადლობა კრისტიან დანიელსონს, ევროკავშირს, აშშ-ს ჩატარებული სამუშაოებისთვის. წინ საქართველო!” _ ასე ეხმაურება Twitter-ზე საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს.
ფრანგი დიპლომატი მადლობას უხდის კრისტიან დანიელსონს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩებს გაწეული სამუშაოსთვის.
„შეთანხმების მიღწევამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია. მადლობა კრისტიან დანიელსონს, ევროკავშირს, აშშ-ს ჩატარებული სამუშაოებისთვის. წინ საქართველო! ყველა მხარეს აქვს შანსი აჩვენოს, რომ დისკუსიებს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და გამბედაობას შეუძლია, ხელი შეუწყოს ძლიერი უთანხმოების მოგვარებას და დემოკრატიის გამყარებას. თანამედროვე მსოფლიოსთვის ეს დიდი გაკვეთილი იქნება“, _ წერს საფრანგეთის ელჩი.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ის საქართველოში შეთანხმების მიღწევამდე დარჩება.