დღეს ჩოხატაურში კორონავირუსზე სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების კორონავირუსზე აცრა დაიწყო.
პირველი ვაქცინა კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა, ანტონ ხუნდაძემ გაიკეთა, მეორე კი ვინც კორონავირუსზე აიცრა დამსახურებული პედიატრი, ოსეფაიშვილია.
„ეს არის პანდემიის დასასრულის დასაწყისი და მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ ამ პროცესის. ჩემი კოლეგები გააგრძელებენ ამ პროცესს. დღეს დაიწყო და გაიკეთებს 10, შემდეგ 20 და ა.შ. დაგეგმილი გვაქვს, რომ ერთ კვირაში მოვრჩეთ ვაქცინაციის პროცესი. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია და არ არის ისეთი საშიში, როგორც ზოგიერთი ამბობს“,_ განაცხადა ანტონ ხუნდაძემ ვაქცინის გაკეთების შემდეგ.