ოზურგეთში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა – ინფორმაცია ამის შესახებ კლინიკა “მედალფას“ დირექტორმა დათო მდინარაძემ “გურია ნიუსს“ დაუდასტურა.
მდინარაძის თქმით, 51 წელის ქალი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.
ცნობისთვის, ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 3310 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 3205 ადამიანი და გარდაცვლილია 31.