ავსტრალიური ავიაკომპანიის, Qantas-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალან ჯოისმა BBC-თან საუბარში განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიებმა სავალდებულო უნდა გახადონ მგზავრთა ვაქცინაცია და მხოლოდ იმ მგზავრებს მოემსახურონ, რომელთაც იმუნიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ექნებათ.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრიტანეთის მაუწყებელთან საუბრისას, ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაცია გადამწყვეტია იმ ინდუსტრიის აღორძინებისთვის, რომელსაც გასულ წელს მგზავრთა რაოდენობა 75,6%-ით შეუმცირდა.
„ჩვენი მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს შესანიშნავი იდეაა – ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანების 90% მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით უნდა მოქმედებდეს“, – განაცხადა ალან ჯოისმა.
ალან ჯოისის განმარტებით, მისასალმებელია, როცა მთავრობების უმეტესობა ქვეყანაში შესვლის აუცილებელ პირობად იმუნიზაციას ასახელებს, თუმცა ეს საკმარისი არაა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ამის მიუხედავად, კომპანიებსაც უნდა გააჩნდეთ საკუთარი პოლიტიკა და ბილეთები არ გაყიდონ იმ მგზავრებზე, რომელთაც ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ.
”ჩვენი მოვალეობაა ვიზრუნოთ ჩვენი მგზავრებზე და ეკიპაჟზე, რომ ვთქვათ, რომ ამ თვითმფრინავში ყველა მგზავრობა უსაფრთხოა. ჩვენი მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ეს შესანიშნავი იდეაა – ჩვენს მიერ გამოკითხული ადამიანების 90% თვლის, რომ ვაქცინაციის მოთხოვნა, საერთაშორისო მოგზაურობის მოთხოვნა უნდა იყოს”, – თქვა ჯოისმა.