ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ფეისბუქზე რომანოვანების სასახლის შესახებ წერს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“რომანოვების ლიკანის სასახლე ერთ-ერთი ულამაზესი შენობაა, რომელიც მე-19 საუკუნის საქართველოში აიგო.
სასახლე რუსეთის მეფის ძმამ, მიხეილ რომანოვმა საკუთარი ოჯახის დასასვენებელ აგარაკად აიშენა.
მიწა გენერალ პიტებსისგან შეიძინა. სასახლის პროექტი ლეონიდ ბენუას დაუკვეთა, ხოლო არქიტექტორობა გერმანელ ლეოპოლდ ბილფელდს მიანდო. მშენებლობა 1892-95 წლებში გაგრძელდა.
ამ დროს საკუთარი სასახლე-აგარაკი დასრულებული ჰქონდა ირანის გენერალურ კონსულს მირზა რიზა ხანს, რიმელზეც გუშინ ჩემს ფბგვერდზე დავწერე.
მიხეილ რომანოვი კავკასიაში მეფისნაცვალი იყო. თბილისში კი მისი სახელი ეწოდა ახლანდელი აღმაშენებლის გამზირს. მამ სწორედ მაშინდელი საქმიანობის დროს აღმოაჩინა ბორჯომი და ლიკანი. წინამორბედ მიხეილ ვორონცოვისგანაც არაერთი საქები სიტყვა მოუსმენია იქაურ სამკურნალო წყლებსა და ჰაერზე.
რომანოვების სასახლე ანტიკვარული ნივთებით გააწყეს და ქანდაკებებით გააფორმეს. გარშემო კი ულამაზესი ბაღი გაუშენეს.
სასახლეში ინახება ირანის შაჰის მიძღვნილი სავარძელი, ნაპოლეონის ნაჩუქარი და პეტრე პირველის ხელით დამზადებული მაგიდები.
სასახლეში როცა სტალინი ისვენებდა, 2 ლურსმანი საკუთარი ხელით დაურჭია, ერთი ქუდის, მეორე – კიტელის დასაკიდად.
15 წელია, შენობა უმოქმედოდ არის. მისი საკითხი ჯერაც გაურკვეველია.
აქვს ძეგლის სტატუსი და გააჩნია დიდი ტურისტული შესაძლებლობა. მდიდარია ამბებითა და მოვლენებით, საინტერესო ნივთებითა და გაფორმებით. ამაზე აღარ შდვჩერდები.
2025 წელს სასახლეს 130 წელი შეუსრულდება.“ – წერს გოგა ჩანადირი ფეისბუქზე.