სამწუხაროა, საქართველოში ექთნის გარდაცვალება. ყურადღებით ვსწავლობთ ყველა შემთხვევას, რომელიც სავარაუდოდ უკავშირდება ვაქცინას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწემ, მარიანჯელა სიმაომ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინის სარგებელი აღემატება რისკს, რომელიც შეიძლება, წარმოიშვას პოტენციური გვერდითი ეფექტის შედეგად.
ასევე მან აღნიშნა, რომ ვაქცინის სარგებელი აღემატება რისკს, რომელიც შეიძლება, წარმოიშვას პოტენციური გვერდითი ეფექტის შედეგად
„სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ამბავია საქართველოში ექთნის გარდაცვალება. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვსწავლობთ გარდაცვალების ყველა შემთხვევას, რომელიც სავარაუდოდ, ვაქცინას უკავშირდება. ასევე, ყურადღებით განვიხილავთ კოაგულაციის დარღვევებს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინირებულ ადამიანებში. ასე რომ, არა მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, არამედ ევროპის წამლების სააგენტომაც გულდასმით შეისწავლა ყველა პაციენტის ისტორია, ყველა ხელმისაწვდომი მტკიცებულება და დაასკვნა, რომ ძალიან სერიოზული, იშვიათი შემთხვევები შესაძლოა, იყოს დაკავშირებული ვაქცინაციასთან. ჩვენ ვსაუბრობთ მილიონში ერთ ან ორ შემთხვევაზე და დასკვნა არის ის, რომ თავად „კოვიდ-19“-ის ინფექციის რისკი, რომელსაც გლობალურად უკვე 2,6 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, გაცილებით მაღალია. ასე რომ, ვაქცინის სარგებელი აღემატება რისკს, რომელიც შეიძლება, წარმოიშვას პოტენციური გვერდითი ეფექტის შედეგად. ჩვენ მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ დისკუსიას საქართველოს მარეგულირებელ უწყებასთან და ზოგადად, საზოგადოებასთან, რათა აღადგინოთ ნდობა ვაქცინაციისადმი. ვაქცინა არის კარგი, მას აქვს შედეგი კორონავირუსისგან გარდაცვალების პრევენციის მხრივ“ – განაცხადა მარიანჯელა სიმაომ.