ზუგდიდში მსუბუქი ავტომობილი ორ არასრულწლოვან დაეჯახა.
შემთხვევა ჩიჩუას ქუჩაზე მოხდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ექიმებით ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
ჯერჯერობით, უცნობია, დაააკავეს თუ არა მძღოლი.