კუბა კორონავირუსის ადგილობრივი წარმოების ექსპერიმენტალური ვაქცინების “სობერნა 2-ისა” და “აბდალას” გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას nbcnews ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს მეცნიერების და ტექნოლოგიური ინოვაციების დირექტორმა ილეანა მორალესმა განაცხადა სახელმწიფო ტელევიზიით მრგვალ მაგიდაზე, რომ მთავრობა მაისამდე ჩაატარებს ინტერვენციულ კვლევას ჰავანაში 1,7 მილიონ ადამიანზე.
თუ ვაქცინები წარმატებული აღმოჩნდება, ისინი ლათინური ამერიკის პირველი COVID-19 ვაქცინები იქნება.