სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ გურიას სამხატვრო ხელმძღვანელი კობა დუნდუა ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორის მრჩევლად დაინიშნა.
როგორც დუნდუამ “გურია ნიუსთან” საუბრისას განმარტა, აქედან გამომდინარე, ის “ქართული ოცნების” გურიის რეგიონის კოორდინატორის პოზიციაზე აღარ იმუშავებს.
კითხვაზე _ რამდენად შეთავსებადია ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელობა და კულტურის ცენტრის დირექტორის მრჩევლის პოზიცია, დუნდუა გვპასუხობს, რომ აღნიშნული სამუშაოები ერთმანეთს ხელს არ შეუძლის.
“იქ ვარ შეთავსებით და ჩემი სამუშაო გრაფიკი ისე მაქვს დაგეგმილი, რომ ერთიმეორეს ხელს არ შეუშლის ამ ორ პოზიციაზე მუშაობა”, _ გვითხრა კობა დუნდუამ.