„ევროპულ საქართველოში“ მიხეილ სააკაშვილი შეცვალა მიხეილ სააკაშვილმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ სიტყვით ხანდახან უპირისპირდებიან ხოლმე, საქმით ისინი ყოველთვის ერთად არიან. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს შორის პოლიტიკური უთანხმოება არ არსებობს და ეს არ ყოფილა დაშლის მიზეზი. მე ვფიქრობ, რომ მათ ვერ გაიყვეს პარტიული რესურსი და ამას უკავშირდება უთანხმოება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
„ევროპულ საქართველოს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ გიგა ბოკერია, გენერალურ მდივნად კი აკაკი ბობოხიძე აირჩიეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარტია ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ, გოკა გაბაშვილმა და გივი თარგამაძემ დატოვეს. რამდენიმე თვის წინ „ევროპული საქართველო“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დატოვა.