ხანგრძლივი წვიმების შემდეგ, რაც გაზაფხულისთვის იშვიათობაა, დღეს, 14 აპრილს, ოზურგეთში მზემ ცხრავე თვალი გაახილა.
„გაზაფხულიც რატომ შემოგვწყრა ასე. ასეთი წვიმიანი მარტი და აპრილი ნაკლებად გვახსოვს. მგონი, ბუნებას, წელიწადის დროებსაც გადაედო პოზიცია-ოპოზიციის სიჭინჭყლე, თორემ ნასესხებმა არ იცოდა ასე დიდხანს ბრაზის გაყოლაო“, – ხუმრობენ გურულები.