ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ინფიცირების 15 შემთხვევა გასულ 24 საათში გამოვლინდა, 5 ინფიცირების შესახებ კი ინფორმაცია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან დაგვიანებით მიიღეს, რის გამოც, წინა დღის მონაცემებში ვერ აისახა.
რაც შეეხება სოფელ შრომაში არსებულ ვითარებას, ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი, ელზა სიმონიშვილი გვეუბნება, რომ სოფელში ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ გამოვლენილა, მაგრამ ფოთის ჯანდაცვის ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, შრომას 5 მცხოვრებს კორონავირუსი აღმოაჩნდა.