ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის უბან უკანავაში ეპიდკვლევა ჩატარდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის, ელზა სიმონიშვილის თქმით, უკანავაში 30 ადამიანი გაიტესტა.
„2 მცხოვრებს დაუდასტურდა ვირუსი.შეტყობინების საფუძველზე, რომ უბნის მცხოვრებლებს ჰქონდათ სიმპტომები, ეპიდკვლევის ჩატარება გახდა საჭირო. რადგან მთისპირი მოშორებით მდებარეობს ოზურგეთიდან წავიყვანეთ უბნის ექიმი და 30 ადამიანი გავტესტეთ. თუ სხვა უბნის მცხოვრებლებიც გამოთქვამენ სურვილს ან სიმპტომი ექნებათ, გავტესტავთ“,_ გვითხრა ელზა სიმონიშვილმა.