არასამთავრობო ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“ ფეისბუქზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ გურიიდან სამი მოსწავლე სასწავლო პროგრამით ამერიკაში გაემგზავრებიან.
“ასეთი, ძალიან კარგი ამბები გვაქვს ჩვენ – ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის (ACCESS) სამი მოსწავლე ქეთათო სურგულაძე, ლიზი დოლიძე და გიორგი ბელთაძე გახდნენ გაცვლითი პროგრამის (Access Exchange Program) გამარჯვებულები და ზაფხულში ისინი გაემგზავრებიან ამერიკაში 3 კვირიან საზაფხულო სკოლაში კალიფორნიის შტატში.
გილოცავთ ბავშვებო! არაჩვეულებრივები ხართ!
განსაკუთრებული მადლობა ანი და ნადია მასწავლებელს. უსაზღვროდ დასაფასებელია თქვენი ღვაწლი.
ცალკე, უდიდეს მადლობას ვუხდით PH International და ამერიკის საელჩოს (US Embassy in Tbilisi) ამ შესაძლებლობებისთვის.
“ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა” (English Access Micro Scholarship Program), ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია PH International ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით.
ოზურგეთში ამ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია არის გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი/Guria Youth Resource Center.“ – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.