ქალაქ ოზურგეთში კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს ელოდებიან. “გურია ნიუსი” სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, მინისტრი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შეხვდება.
“სამუშაო შეხვედრები აქვს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან”, – გვითხრეს პრესსამსახურში.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, შეხვედრა ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის დრამატულ თეატრის შენობაში გაიმართება.
ოზურგეთში სტუმრობამდე წულუკიანი შეხვდრას გამართავს ზუგდიდში.