ვერძს – ძალიან მოეწონება წიგნები ცნობილი ადამიანების, გმირების, რაინდებისა და პრინცესების შესახებ.
კურო – აღფრთოვანდება ლიტერატურით, რომელიც ლამაზად არის გაფორმებული ვიზუალურად. ამასთან ერთად, მისთვის საინტერესო იქნება წიგნები ხელგარჯილობის, ძერწვის ან მცენარეების მოვლის შესახებ.
ტყუპს – ბევრი, სხვადასხვა შინაარსის წიგნი უნდა მოუმარაგოთ, იმიტომ რომ ეს ნიშანი განსაკუთრებული გონებრივი აქტივობით გამოირჩევა. მისთვის საინტერესოა მოკლე მოთხრობები ან ე.წ. “ხმოვანი ზღაპრები”.
კირჩხიბი – ემოციური და მგრძნობიარე ბავშვია. პატარა ასაკში მოიხიბლება ზღაპრებით, ხოლო სკოლის პერიოდიდან დაინტერესდება ისტორიული მოთხრობებითა და წიგნებით, სადაც ისტორიულ პერსონაჟებზეა საუბარი.
ლომს – ძალიან ხიბლავს წიგნის ვიზუალური იმიჯი, ამიტომ პატარა ფორმატის წიგნებს ნუ აჩუქებთ. მას თვალს სჭრის პომპეზურობა, შინაარსს რაც შეეხება, იგი აღტაცებაში მოვა ცნობილი მხედართმთავრების ან დედოფლების შესახებ დაწერილი წიგნებით.
ქალწული – დაკვირვებული და ინტერესიანი ბავშვია, კითხვა შესაძლოა მისთვის ყველაზე საყვარელ გასართობად იქცეს იმიტომ რომ ბუნებით არცთუ მაინცდამაინც კომუნიკაბელურთა რიცხვს განეკუთვნება. აჩუქეთ წიგნები ფლორისა და ფაუნის იშვიათი ბინადრების შესახებ, საბავშვო ენციკლოპედია ან წიგნები, რომელსაც თან მოჰყვება რაიმე სახის სახალისო ფაზლი – თავსატეხი.
სასწორი – ბუნებით ესთეტი და სილამაზის მოყვარული ბავშვია. მისთვის განკუთვნილი წიგნი აუცილებლად უნდა იყოს ვიზუალურად კარგად გაფორმებული, ბევრი ნახატით პასტელის ტონალობაში. იგი აღფრთოვანდება წიგნებით მოდაზე (თუ გოგონაა) ხოლო ბიჭს შეგიძლიათ აჩუქოთ ხატვის თვითმასწავლებელი.
მორიელი – რთული, ჯიუტი და თავისნათქვამა ბავშვია. იტაცებს ყველაფერი იდუმალი. მისთვის საუკეთესო საჩუქარია, წიგნები მისტიკურ-ფანტასტიკური ჟანრით – მაგალითად “ჰარი პოტერი”.
მშვილდოსანი – კითხვაზე მეტად წანწალი ეყვარება, თუმცა შინგანად მოთხოვნილება გააჩნია შემეცნებისკენ. კითხვის სიყვარულს თქვენგან მობაძვით ისწავლის. ხშირად წაუკითხეთ ხოლმე წიგნები სათავგადასავლო შინაარსით. ასე მას საშუალება ექნება თანდაყოლილი ხეტიალის სიყვარული წიგნებით დაიკმაყოფილოს და წარმოსახვით იმოგზაუროს.
თხის რქა – სერიოზული და საოცრად გონიერი პატარაა. წიგნის სიყვარულს მარტივად მიაჩვევთ, თუკი ეტყვით, რომ ასე იგი უფრო მალე გაიზრდება. თხის რქებს ხომ ეჩქარებათ გაზრდა. სასურველია, მოუმარაგოთ ისტორიული ლიტერატურა ან სხვადასხვა სახის ენციკლოპედიები.
მერწყული – ორიგინალური და ინტერესიანი პატარაა. თუმცა წიგნის კითხვას შეიძლება ძნელად მიაჩვიოთ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გარშემო ათასი რამ აინტერესებს. შესაბამისად, უჭირს კითხვაზე ყურადღების კონცენტრაცია. ძალიან მოეწონება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურა და წიგნები, სადაც დროში მოგზაურობაა აღწერილი.
თევზები – ემოციური, პოეტური და მეოცნებე ნიშანია. კითხვა შესაძლოა მისთვის საუკეთესო გასართობად და ხშირ შემთხვევაში, ემოციურ თავშესაფრადაც იქცეს. ძალიან მოეწონება წიგნები ცხოველებზე, მოგზაურობაზე, ადამიანურ მეგობრობასა და სიკეთეზე.