,,არა ნამოხვანჰესს“- ამ შინაარსით ფოთში აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მყოფ ადამანიანებს.
„ვუერთდებით იმ ადამიანებს, რომლებიც რიონის ხეობაში აპროტესტებენ ჰესის მშენებლობას. კონკრეტულად, ჩვენი მიზანი არ არის, რომ არ აშენდეს, იმიტომ რომ კომპეტენტური არ ვართ ამ საკითხში, ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ. უბრალოდ, დამაფიქრებელია პროექტი, რომელსაც ბევრის საფრთხე ახლავს და ვაპროტესტებთ. გვინდა მოვუწოდოთ ყველა რეგიონს, სადაც მდინარე რიონი ჩამოედინება, გააპროტესტონ მშვიდობიანი ფორმით,“ _ აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა, ლაშა ჭანტურიამ.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა ავტომანქანებით ფოთის ქუჩებში მსვლელობაც მოაწყვეს
.