რუსეთის FSB უსაფრთხოების სამსახურმა პეტერბურგში უკრაინელი დიპლომატი დააკავა.
FSB– ს განცხადებით, ოლექსანდრ სოსონიუკი ცდილობდა საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას რუსეთის სამართალდამცავი ბაზებიდან რუსეთის მოქალაქესთან შეხვედრის დროს.
„ეს საქმიანობა შეუთავსებელია დიპლომატიური თანამშრომლის სტატუსთან და მტრულია რუსეთის ფედერაციის მიმართ. საქმის განხილვა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოხდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ სოსონიუკი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაკავებული, შემდეგ კი დაბრუნდა საკონსულოში.