,,ბულგარეთის სასამართლომ რუსეთის პატრიარქი კირილი კგბ-ს აგენტად აღიარა. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ვალერი სიმეინოვმა პატრიარქ კირილს კგბ-ს აგენტი და “სიგარეტის რუსეთის მიტროპოლიტი” საჯაროდ უწოდა“,_ ამის შესახებ ადგილობრივი მედია bgnews.bulgar-rus.ru წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, ყოფილმა გენერალმა და პრორუსული ორგანიზაციის “საერთაშორისო სლავური საზოგადოების – პერუნ 2000” ლიდერმა, “რუსოფილების” მოძრაობის მდივანმა და ასევე, “რენესანსის ბულგარეთის” თავმჯდომარემ, ემილ მილანოვმა სასამართლოში ვიცე-პრემიერის სიმეინოვის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ამბობდა, რომ ის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მისამართით, სავარაუდოდ, ყალბ და დისკრედიტაციის მატარებელ ინფორმაციას ავრცელებდა.
როგორც bgnews.bulgar-rus.ru წერს, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ვალერი სიმეონოვმა შეძლო სასამართლოში დაემტკიცებინა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. სასამართლომ მისი მტკიცებულებები დამაჯერებლად მიიჩნია.
”დადასტურებულია, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი არის კგბ-ს მეორე კლასის საბჭოთა აგენტი. ვინც თქვა, რომ ადამიანის უფლებები ახალი ერესია. მან, ასევე გაბედა ბულგარეთის პრეზიდენტის განსჯა. და ეშმაკი ბიჭიკიდევ რაღაცას ამბობს? ”- თქვა ვალერი სიმეონოვმა და აღნიშნა, რომ მიტროპოლიტმა კირილემ , ფული სიგარეტით იშოვა, ამით კი სახელმწიფოსგან ეკლესიისთვის სარგებელს იღებდა.
გამოცემის თქმით, ბურგასის სასამართლომ ვერ ნახა ცილისწამება ვიც-პრემიერის ვალერი სიმეონოვის სიტყვებში და სრულად გაამართლა იგი.