ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირების 1 შემთხვევა ზემო ფარცხმაში, ერთი კი გოგოლესუბანში გამოვლინდა.
კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ 1-ლი საჯარო სკოლის მასწავლებლებს, დღეს სკოლაში ტესტირება გაგრძელდება და როგორც ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, აღნიშნული სკოლის ყველა მოსწავლე დაიტესტება. პარალელურ რეჟიმში ტესტირება იქნება ზემო ფარცხმაში.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ერთი ბრიგადა იმუშავებს სოფელში არსებულ ლაბორატორიაში, მეორე მოსახლეობაში. იმუშავებს კაბინეტიც. იზოლაციში მყოფი პირები მკაცრად კონტროლდება, ძალით ნუ შეუქმნით ერთმანეთს საფრთხეს. დაიცავით რეგულაციები. რაიმე სახის სიმპტომის ქონის შემთხვევაში ნუ დაელოდებით შემდეგ დღეს, დროულად ჩაიტარეთ ტესტირება“,_ აცხადებენ ჯანდაცვის ცენტრში.