დღეს, 19 აპრილს 15:00 სთ-ზე რიყის ამფითეატრთან, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს იქნება ერთგვარი პრელუდია 15 მაისის აქციისთვის, რომ მოსახლეობას ოპოზიციის გეგმების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.
მათი თქმით, დღეს არ გაიმართება დიდი აქცია. შეხვდრაზე შტაბს წარადგენენ და ყველა პარტიის წარმომადგენელი დაესწრება.
როგორც ოპოცზიციის წარმოადგნლები აცხადებენ, მსჯელობა იქნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებათა პაკეტზე, რომელზეც ოპოზიციური პარტიები თავიანთ პოზიციებს შეაჯერებენ.