,,აფხაზეთის საჰაერო ძალების მოდერნიზება სჭირდება და ქვეყანა რუსეთისგან დახმარებას ელოდება“, _ ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ TASS– თან ინტერვიუში განაცხადა.
“აფხაზეთს ჰყავს საჰაერო ძალები, მაგრამ მათ მოდერნიზაცია სჭირდებათ. გვჭირდება ახალი თვითმფრინავები და შესანიშნავად გაწვრთნილი აფხაზი. ჩვენ ველოდებით რუსეთის მხარდაჭერას, ეს მხარდაჭერა, სავარაუდოდ, მალე იქნება”, _ განაცხადა ბჟანიამ.
მისი თქმით, რუსეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა, ცოტა ხნის წინ აფხაზეთში იმყოფებოდენ და აფხაზეთის თავდაცვის მინისტრთან მოლაპარაკებები გაიმართა.
ასევე მან აღნიშნა, რომ შეიქმნა ჯარების ერთიანი ჯგუფი, სხვადასხვა დონეზე ტარდება ერთობლივი წვრთნები სპეციფიკური უნარ-ჩვევების მოსამზადებლად. ამავე დროს, ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ არსებობს პრობლემები ეროვნული შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასთან დაკავშირებით.
”ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერი ვალდებულება შესრულდება ნებისმიერი მხარის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში”, _ აღნიშნა დეფატქო პეზიდენტმა.
ცნობისთვის, აფხაზეთმა და რუსეთმა 2011 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ, 2016 წელს ჯარის გაერთიანებული ორგანოს შესახებ შეთანხმებას და 2019 წელს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსების ხელშეკრულებას.