წისქვილკომბინატ „გულისტანის“ მუშების პროტესტი და აქციები გრძელდება. დღეს აქციას ის ადამიანები შეუერთდნენ, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ მათ. “
როგორც ცნობილია, საია აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროცესებში.
გურია ნიუსის“ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელს თამაზ ტრაპაიძეს ესაუბრა.
თამაზ ტრაპაიძის თქმით, თუ საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს, ისინი მუშების ინტერესებს დაიცავენ.
„საია-ს იურისტები ჩართული იყვნენ რამდენიმე მოლაპარაკებაში. დღესდღეობით, გამოთხოვილი გვაქვს ხელშეკრულებები, მაგრამ ამ დროისთვის, სამწუხაროდ, არ მოუწოდებიათ. ხელშეკრულებების მოწოდებისთანავე დავამუშავებთ და შევისწავლით, რის შემდეგ უფრო მეტი გვეცოდინება.
ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ “გულისტანის“ მუშებს გაფიცვამდე რამდენიმე დღით ადრე, შეუტყობინებიათ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებისთვის, რომ ხელფასის მომატებას ითხოვდნენ. ეს გაფიცვა “გულისტანის“ მენეჯერისთვის და წარმომადგენლებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
მუშები, ასევე, ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ეს აუცილებელია. მუშები საუბრობენ, რომ კომპანიაში არაჯანსაღი დამოკიდებულება არის მუშებისთვის.
“გულისტანის“ მენეჯერი პირდება მუშებს, რომ ეს ორი მოთხოვნა შესრულდება, მაგრამ მესამე მოთხოვნა _ ხელფასების მომატებაზე ის გარანტიას არ იძლევა. მენეჯერის ინფორმაციით, ხელფასის საკითხი უნდა გადაწყვიტოს კომპანიის მფლობელმა. ამ კომპანიის მფლობელთან დაკავშირება ან ვერ მოხერხდა და ან კიდევ არ მოხერხდა.
რადგან დღეს ბაირამობა არის კომპანიის მფლობელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და სავარაუდოდ მისი გადაწყვეტილება ხელფასთან დაკავშირებით ხვალ გახდება ცნობილი“, _ ამბობს ტრაპაიძე.