სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვეის შესახებ „გურია ნიუსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. წყაროს თქმით, მომხდარის შედეგად შუახნის მამაკაცი დაშავდა.
„ორი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, აფეთქება გვეგონა. ექიმებმა ერთ დაშავებულს, შუახნის მამაკაცს დახმარება ადგილზე გაუწიეს“, _ ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში, სოფელ თეკლათში ცოტა ხნის წინ მოხდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავდა რამდენმე პირი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაშავდა მხოლოდ ერთი პირი, რომელსაც ექიმებმა დახმარება ადგილზე გაუწიეს.