„გონება პარაშუტივითაა, თუ არ გახსენი, არ მუშაობს“ – ფრენკ ზაპას ეს სიტყვები ახალი სტუდენტური ინტერნეტგადაცემის შთაგონება გახდა.
„პარაშუტი“ – ასე ჰქვია თსუ-ის მედიისა და ტელე-ხელოვნების კოლეჯის ინტერნეტგადაცემას, რომლის პირველი გადაცემა კვირას, 21:30- ზე facebook live-ში გავა. გადაცემის ნახვა რეგიონული მაუწყებლების ეთერშიც იქნება შესაძლებელი.
„პარაშუტი არის გადაცემა, რომელიც ბრმად არ იღებს სამყაროს კლასიკურ მოცემულობებს და ყოველთვის სვამს კითხვებს, არ ეშინია გამოწვევების, მუდმივ ძიებაშია და უყვარს აღმოჩენები. „პარაშუტი“ განსხვავებული რაკურსით გაცნობთ ადამიანებს და მოვლენებს, ექსპერიმენტული აუდიო-ვიზუალური ფორმით გიყვებათ საინტერესო ამბებს“.
სტუდენტური გადაცემის ერთ-ერთი მთავარი მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაციაა და მისთვის მასალებს კოლეჯის სტუდენტები მოამზადებენ.