შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. დასკვნითი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
ცნობილია, რომ შეჯერებული დოკუმენტი მხარეებმა ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში უნდა გადაუგზავნონ.
პარლამენტში განხილვა აღნიშნულ საკითხზე გუშინაც მიმდინარეობდა. “ოცნება” ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციონერის დანიშვნას არ თანხმდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა იქნება, რადგან შეთანხმების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს.