ლანჩხუთელი თამაზ ღლონტი რუმინეთში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია 55 კგ წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ფინალამდე მან სამი შეხვედრა მოიგო და როგორც მისი პირადი მწვრთნელი დავით მჟავია ამბობს, ყველა აშკარა უპირატესობით.
ფინალში ლანჩხუთელი ფალავნის მეტოქე საქართველოს 2021 წლის ჩემპიონი ამ წონით კატეგორიაში, ბათუმელი თორნიკე შაინიძე იყო. ცნობისთვის, თამაზიც 2021 წლის საქართველოს ჩემპიონია, ოღონდ 51 კგ წონით კატეგორიაში.
რუმინეთში საერთაშორისო ტურნირის ქართული ფინალის გამარჯვებული ლანჩხუთელი მოჭიდავე შეიქნა.
თამაზ ღლონტს წინ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები ელის, რომელიც წელს ივნისსა და ივლისში გაიმართება ბულგარეთსა და უნგრეთში.