ამ წუთებში მიმდინარეობს ონლაინ ვებინარი, თემაზე: “ვაქცინაციის პროცესი – საქართველოში ხელმისაწვდომი ვაქცინები და ვაქცინაციის მეორე ეტაპი”.
ჟურნალისტების კითხვებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პასუხობს.
ერთ-ერთი გამოცემის კითხვაზე – როდის მოხდება ზუსტად ფაიზერის შემოტანა საქართველოში- პაატა იმნაძემ ასე უპასუხა:
“ძალიან მნიშვნელოვანი იყო ურთიერთობა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და “ფაიზერის“ წარმომადგენლებს შორის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ “ფაიზერის“ ვაქცინა ზაფხულში გვექნება. ზუსტ ციფრებს ჯერჯერობით ვერ დაგისახელებთ იმიტომ, რომ რადგან მომწოდებებლისგან არ არის დაზუსტებული ზუსტი თარიღი“, – თქვა პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანებს შეუძლიათ სხვა ვაქცინების გაკეთება და დროულად გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.