გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს მიმდებარედ, მოქალაქე მცურავი საშუალებიდან სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას, შედეგად, 2კგ-მდე სხვადასხვა სახეობის თევზი ჰქონდა მოპოვებული. მცურავი საშუალება დაილუქა.
აღმოსავლეთ რეგიონის სამმართველოს თანამშრომლებმა თიანეთის მუნიციპალიტეტში სიონის წყალსაცავზე უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიება გაატარეს. შედეგად, 6 ერთეული სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს, საერთო სიგრძით 600 მეტრი.
ბაზალათის ტბაზე გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, სამი ცალი სახლართი ტიპის ბადე, საერთო სიგრძით 300 მეტრი და 2 ცალი თევზმახე ე.წ. “გოდორი” ნახეს. თევზჭერის უკანონო იარაღები დაილუქა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 123 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.