წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტიდან, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიმდინარე წლისთვის განკუთვნილ თანხა, წინა წლების მსგავსად, 748 ათასი ლარით განისაზღვრა. ეს თანხა წილობრივად ყველა ტერიტორიულ ერთეულზე გადანაწილდება, სადაც სოფლის კრებებზე მოსახლეობამ პრიორიტეტებიც განსაზღვრა.
მოსახლეობის მიერ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელსაც პროგრამის ფარგლებში 32 ათასი ლარი ერგო, ოთხი პროექტი გახორციელდება. ქვემო შუხუთში კრების მონაწილეთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, სოფლის ცენტრში სკვერი მოეწყობა და წლის მაგისტრალის რეაბილიტაცია გახორციელდება, რისთვისაც ჯამში 20 ათასი ლარი გაიხარჯება. რაც შეეხება ზემო შუხუთს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან წლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და სპორტულ-გამაჯანსარებელი ტრენაჟორების შესაძენად 12 ათასი ლარია განკუთვნილი.
ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში 86 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა შესრულდეს. სოფლის საერთო კრებაზე მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სოფელ ნიგოითში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მობეტონებაა გათვალისწინებული და ამისთვის 16 ათასი ლარია განკუთვნილი.
სოფლის ცენტრში რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა და ღია არხების ამოწმენდის გადაწყვეტილება მიიღო სოფელ ჩოლობარგის მოსახლეობამ, სადაც პროგრამის ფარგლებში, 16 ათასი ლარია გასახარჯი.
ამავე ოდენობის თანხით სოფელ ჭყონაგორაში ორმოცაძის უბანში გზის მობეტონება, გარე განათების მოწყობა და უკვე არსებულ ქსელზე ნათურების დამატება გადაწყდა. ჯიხეთში კი, სოფლის პროგრამის თანხიდან ღია სანიაღვრე არხის ამოსაწმენდად და ჯიხეთის გზაზე დამცავი ჯებირის მოსაწყობად 10 ათასი ლარია გათვალისწინებული
სოფელ ჯაპანაში კრების მონაწილეებმა ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სოფლის პროგრამიდან გამოყოფილი თანხა, რაც 12 ათასი ლარითაა განსაზღვრული, გარე განათებისა და წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, წყლის შემკრების მოწყობას მოხმარდეს. ქვიანის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, 16 ათასი ლარი ფიჩორისა და დიანოსე წულაძის უბნებში სასაფლაოსთან მისასვლელ გზებზე რკინა-ბეტონის საფარის დაგებას მოხმარდება. ასევე სოფლის ცენტრში არსებული საპირფარეშოს გადახურვასა და კეთილმოწყობას.
სოფლის საერთო კრება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულშიც ჩატარდა, სადაც 92 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებია ჩასატარებელი. სოფელ სუფსაში მოსახლეობამ სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო და ამისთვის 12 ათასი ლარია გასახარჯი.
ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლის ხიდმაღალას მოსახლეობამ, 16 ათასი ლარის ფარგლებში, პრიორიტეტად სანიაღვრე არხების გაწმენდა და წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიიჩნია.
რაც შეეხება ახალსოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებას, აქ გარე განათების მოწყობა და შიდა გზების რეაბილიტაცია გადაწყდა. საამისოდ 16 ათასი ლარია განკუთვნილი.
ტაბანათელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სოფლის პროგრამიდან გამოყოფილი 16 ათასი ლარი განათების მოწყობისთვის, გზების მოხრეშვისა და სანიაღვრე არხების გაწმენდისთვის გაიხარჯება. ჩქუნში 10 ათას ლარად წყლისა და გარე განათების სისტემები უნდა მოეწყოს.
გრიგოლეთის მოსახლეობამ არჩევანი სოფლებში არსებულ სანიაღვრე არხების გაწმენდასა და მგზავრთათვის მოსაცდელი ჯიხურის გაკეთებაზე შეაჩერა. აღნიშნული პროექტების დასაფინანსებლად 12 ათასი ლარია განკუთვნილი.
სოფელ მალთაყვაში, 10 ათასი ლარის ფარგლებში, გარე განათების მოწყობა და გზის საფარის რეაბილიტაცია გადაწყდა.
რაც შეეხება ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ ზემოთ ნახსენები პროგრამიდან, ჯამში, 24 ათასი ლარია გასახარჯი. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 12-12 ათასი ლარი სოფლებში: ყელასა და ნინოშვილში გარე განათებების მოსაწყობად დაიხარჯება.
ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც შვიდ სოფელს მოიცავს და სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 74 ათასი ლარი ერგო, პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: სოფელ მოედანში 12 ათას ლარად სკვერი მოეწყობა სპორტული ინვენტარით, ასევე რამდენიმე ადგილას ცხაური გაკეთდება. სოფელ ჩოჩხათში 16 ათასი ლარი გაიხარჯება არსებული გარე განათების მოწყობა და შიდა გზების რეაბილიტაცია გადაწყდა.
12 ათასი ლარი ერგო სოფელ შრომისუბანსაც, სადაც ამ თანხით არსებული გარე განათების დასრულება და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება გადაწყდა. იმავე ოდენობის თანხით იგივე სამუშაოები გახორციელდება სოფელ ჯიხანჯირსა და ხორეთშიც.
სოფელ გულიანში მოსახლეობამ არჩევანი არსებული გარე განათების დასრულებასა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გააკეთა. კოკათში კი შიდა გზების მოწესრიგება გადაწყდა, რისთვისაც 10 ათასი ლარია გამოყოფილი.
მოსახლეობის ჩართულობით, ასევე, სოფლის კრებები ჩატარდა აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში და “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, შეირჩა პრიორიტეტები. აკეთში ჯამურად 54 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა გახორციელდეს.
ზემო აკეთის მოსახლეობამ არჩევანი სტადიონის რეაბილიტაციასა და გარე განათების მოწყობაზე გააკეთა, რისთვისაც 12 ათასი ლარია გასახარჯი. ქვემო აკეთში ადგილობრივებმა სკვერისა და უბნების მიხედვით გარე განათებისა მოწყობის გადაწყვეტილება მიიღეს. საამისოდ კი 16 ათასი ლარია გამოყოფილი. გარე განათებების მოწყობა გადაწყდა, ასევე, გაგურსა და ჭანჭათში, რისთვისაც, შესაბამისად, 10 ათასი და 16 ათასი ლარია გათვალისწინებული.
44 ათასი ლარი ერგო სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან მამათის ადმინისტრაციულ ერთეულს. სოფელ მამათში 12 ათასი ლარია განკუთვნილი გარე განათებისა და რკინა-ბეტონის, ასევე, ღია სანიაღვრე არხების მოსაწყობად. ქვემო მამათის მოსახლეობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ 10 ათასი ლარი რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხისა და მოსახლეობისთვის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას მოხმარდეს.
სოფელ კონჭკათში გამართულ კრებაზე, ადგილობრივებმა არჩევანი გარე განათებისა და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობაზე გააკეთეს, რისთვისაც 12 ათასი ლარია გათვალისწინებული. შათირში, რომელსაც 10 ათასი ლარი ერგო, მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პრიორიტეტი მიენიჭა სანიაღვრე არხების მოწყობასა და წყლის ავზის შეძენას.
რაც შეეხება აცანას, აქ 28 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებია შესასრულებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებით. აცანისა და ტელმანის მოსახლეობა შეთანხმდა, რომ გამოყოფილი თანხით მოხდეს წისქვილის რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარით მოწყობა, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების შეკეთება-რეაბილიტაცია და კანიონში ჩასასვლელის რეაბილიტაცია.
შეხვედრები შედგა ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, სადაც ჯამურად 64 ათასი ლარის სამუშაოებია შესასრულებელი.
სოფელ წყალწმინდაში მოსახლეობამ გზისპირა მოსაცდელისა და გარე განათების მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც 20 ათასი ლარი მოხმარდება. ხოლო სოფელ ღრმაღელეში, 16 ათასი ლარი _ გარე განათებისა და სოფლის სასაფლაოსთან ელექტრო მრიცხველის გაკეთებას. ომფარეთში 16 ათას ლარად გარე განათებისა და სპორტული მოედნის მოწყობაა გადაწყვეტილი. ორმეთში 12 ათას ლარად გარე განათებისა და სანიაღვრე არხის მოწყობა განისაზღვრა პრიორიტეტად.
ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც სამ სოფელს აერთიანებს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 40 ათასი ლარი ერგო. ამ თანხიდან სოფელ ჭალაში 12 ათას ლარად მილხიდისა და ცენტრალურ მაგისტრალზე გარე განათების მოწყობა, ასევე მინი სტადიონის შეღობვა გადაწყდა. ქვემო ჩიბათში 16 ათასი ლარი დაიხარჯება ე. წ. “ჭაჭახუნას” უბანში წყლის სათავე ნაგებობის მოწყობისთვის, სოფლის სასაფლაოზე სველი წერტილისა და განათების გასაკეთებლად, ასევე, სულაბერიძეების უბანში მოსაცდელის მოსაწყობად. რაც შეეხება ზემო ჩიბათს, აქ 12 ათასი ლარის ფარგლებში უნდა გახორციელდეს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიის შეღობვა, ცენტრალურ მაგისტრალზე განათების მოწყობა და მდინარის კალაპოტის გადაღობვა.
გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც 28 ათასი ლარია გასახარჯი, პრიორიტეტები ასე გადანაწილდა _ ჯუნეწერის მოსახლეობამ 12 ათასი ლარი ბავშვთა გასართობი სკვერის მოწყობისა და სოფლის კლუბის რეაბილიტაციისთვის მიმართა. სოფელ გვიმბალაურში 16 ათას ლარად ჭაბურღილისა და სპორტული კომპლექსის კეთილმოწყობა გადაწყდა.
რაც შეეხება ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში გამართულ კრებებზე მიღებულ გადაწყვეტილებას, სოფელ არჩეულის მოსახლეობასთან გამართული საერთო კრების ოქმის მიხედვით, მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 ათას ლარად წყლის ავზი შეიძინონ, გარე განათება და სანიაღვრე არხებიც მოაწყონ. სოფელ ნიგვზიანში 20 ათასი ლარი მოხმარდება: წყლის რეზერვუარის ანძის, ორი მილხიდის, ცხაურის, გარე განათების მოწყობებს და შინმოუსვლელთა მემორიალის რემონტს. ამავე ოდენობის თანხა გაიხარჯება სოფელ ხაჯალიაში სკვერის, გარე განათებისა და ცხაურის მოსაწყობად. 10 ათასი ლარი კი ჩანჩეთში ცხაურის გასაკეთებლად დაიხარჯება, რაც ჯამში 62 ათას ლარს შეადგენს.
ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ეწერსა და ბაღლეფში გამართულ კრებებზე დადგინდა, რომ ზემოთ ნახსენები პროგრამიდან კუთვნილი 40 ათასი ლარიდან ეწერსა და ბაღლეფში 12-12 ათას ლარად გარე განათებები დამონტაჟდება, ხოლო 16 ათასი ლარით სოფელ ჯურუყვეთში გზები მოიხრეშება და გარე განათება მოეწყობა.
მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც სამი სოფლისგან შედგება, ორაგვეში მოსახლეობამ პრიორიტეტად კვაჭაძეების უბანში გზის მოხრეშვითი სამუშაოები მიიჩნია და ამისთვის 10 ათასი ლარია გამოყოფილი.
რაც შეეხება სოფელ მაჩხვარეთს, აქ ადგილობრივები 16 ათას ლარად კვირკველიების უბანში გარე განათებისა და გზის მოხრეშვით სამუშაოებზე შეჯერდნენ. სოფელ ჯუნმერეს მოსახლეობის გადაწყვეტილებით კი 10 ათასი ლარი ხიდის გამაგრებით სამუშაოებს, წყალსაცავის ტერიტორიაზე განათებისა და სოფლის ამბულატორიაში სველი წერტილის მოწყობას მოხმარდება.
ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხებიდან 12 ათასი ლარის სოფელ ჭინათში გზის მოხრეშვასა და ფოცხვერეთის უბანში გარე განათების მოწყობისთვის დაიხარჯება. სოფელ ლესაში 20 ლარად კი გარე განათების მოწყობა და სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობაა გეგმაში.