იქნებ გვითხრათ რა წერია შარლ მიშელის დოკუმენტში, _ ამის შესახებ ქართული ოცნების” დეპუტატი გივი მიქანაძე თანაგუნდელ ანრი ოხანაშვილს ჰკითხა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, სადაც 20 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონპროექტის “ოცნების” ვერსია განიხილება.
“ბოლო კვირების მანძილზე ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერების მხრიდან ძალიან ხშირად გვესმის ფრაზა შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება, რომლის ინტერპრეტირება ვფიქრობ რომ არასწორად ხდება. მე მინდა გთხოვოთ, საზოგადოებისთვის ერთხელ და სამუდამოდ, რომ გასაგები იყოს, იქნებ გვითხრათ რა წერია შარლ მიშელის დოკუმენტში და ჩვენი გუნდის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რამდენად პროპორციულად ასახავს იმ ტექსტს, რომელიც წარმოდგენილია იმ დოკუმენტში, რომელსაც მმართველი გუნდის გარდა ხელი მოაწერეს ოპოზიციის იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც ახდენენ ამ ინტერპრეტაციის დამახინჯებას”.