თბილისის ყველაზე დიდი გაზგამანაწილებელი კომპანიის “თბილისი ენერჯის” ტარიფი გაძვირდა. გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ დღეს, 27 მაისს მიიღო. განახლებული ტარიფით საფასურის გადახდა მოქალაქეებს 1 ივნისიდან მოუწევთ.
ამ დრომდე 1 კუბურ მეტრი გაზის ფასი 46,1 თეთრი იყო, 1 ივნისიდან კი ფასი 7,8 თეთრით 54 თეთრამდე იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კუბურ მეტრ გაზზე 8 ლარით გაიზარდა ფასი.
“არსებითად გადასცდა კომპანია ვალუტის კურსის გამო და მოითხოვა მარეგულირებლისგან ტარიფის კორექტირება… მათი მოთხოვნა იყო ლეგიტიმური…” – ასე ახსნა კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ფასის ზრდა.
როგორ კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი ლარის კურსის გამო 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით კომპანიის ზარალი 20 მილიონ ლარზე მეტია.
ახალი ტარიფი 2023 წლის პირველ იანვრამდე იქნება ძალაში.